ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და ბელორუსს შორის თანამშრომლობა სტრატეგიულ დონეზე გადავა

„გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები, სადაც ვისაუბრეთ ჩვენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ასევე, ვისაუბრეთ პერსპექტივებზე”,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბელორუსის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის პირველ დღეს გამართულ შეხვედრებს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ გადავუხადეთ მადლობა ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ასევე, მაღალი რანგის თანამდებობის პირებს, მათი მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით, ისეთი მიმართულებით, როგორიც არის ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ორი ქვეყნის პარლამენტს შორის ვაფორმებთ მემორანდუმს. აქ საუბარია პარტნიორობაზე, რომელიც უნდა გაღრმავდეს, საქართველოსა და ბელორუსის პარლამენტებს შორის და ამის საფუძველზე,  იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ, ჩვენი თანამშრომლობა სტრატეგიულ დონეზე გადავა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები