ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქართული არხების ყურებადობა მკვეთრად შემცირდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, რომელიც შპს „ტრი მედია ინტელიჯენსის” მონაცემებს ეყრდნობა, 2017 წლის ოქტომბრის თვეში, გასული წლის ოქტომბერთან შედარებით, ზოგადად სატელევიზიო არხების ყურებადობა (1 წუთის განმავლობაში საშუალო მაყურებლების რაოდენობა)  9.37%-ით შემცირებულია.

ამავე პერიოდში ქართული არხების ყურებადობა შემცირებულია 21.23%-ით, ხოლო უცხოური არხებისა და საკაბელო ოპერატორების კუთვნილი არხების ყურებადობა  26.67%-ით გაიზარდა.

მიმდინარე წლის ოქტომბერში ქართული არხების აუდიტორიის წილი ბაზარზე შემცირებულია  და  65.5%-ს შეადგენს, ხოლო 2016 წლის ოქტომბერში 75%-ს შეადგენდა. ამავე პერიოდებში უცხოური და საკაბელო ოპერატორების კუთვნილი არხების აუდიტორიის წილი გაიზარდა: გასული წლის ოქტომბერში მათი წილი 25%-ს  შეადგენდა, გასულ თვეში კი,  34.5%-ს.

მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, 2016 წლის ოქტომბერთან შედარებით, TOP 10 ქართულ არხებს მაყურებელი შეუმცირდა 21.16%-ით. TOP 10 ქართულ არხის აუდიტორიის წილი ბაზარზე შეიცვალა შემდეგი სახით:

  1. ტელეიმედის წილი გაიზარდა 23.4%-დან 26%-მდე;
  2. რუსთავი 2-ს შეუმცირდა 25%-დან 18.2%-მდე;
  3. კომედი ტვ-ს შეუმცირდა 5.1%-დან 3.5%-მდე;
  4. ჯი დი ეს ტვ-ს გაეზარდა 3%-დან 3.4%-მდე;
  5. პირველ არხს შეუმცირდა 2.5%-დან 2%-მდე;
  6. მაესტროს შეუმცირდა 4%-დან 0.7%-მდე;
  7. მარაოს შეუმცირდა 1.9%-დან 1.7%-მდე;
  8. ტვ პირველს გაეზარდა 1.2%-დან 1.8%-მდე;
  9. სილქ იუნივერსალს გაეზარდა 0.9%-დან 1%-მდე;
  10. პალიტრა ნიუსს გაეზარდა 0.6%-დან 0.8%-მდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები