ბათუმში, 24 წლის გოგო საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 24 წლის ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი ადგილზე მეზობლებმა გამოიძახეს.
„კვირას“ ინფორმაციით, გარდაცვლილს, პირველადი დათვალიერებით, ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები