საქართველოს პარლამენტის წევრები კანადის პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარეებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა გაბუნია, ლევან გოგიჩაიშვილი, დავით სონღულაშვილი და ცოტნე ზურაბიანი, კანადის პარლამენტის სენატისა და წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარეებს, ჯორჯ ფიურისა და ჯეფ რეგანს შეხვდნენ.

შეხვედრა საპარლამენტთაშორისო კავშირის მიერ ორგანიზებული გლობალური კონფერენციის ფარგლებში შედგა.

“კანადა ძლიერი დემოკრატიის, დიდი პოტენციალისა და მზარდი შესაძლებლობების მქონე ძალიან საინტერესო ქვეყანაა და საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მასთან ინტენსიური ურთიერთობები. მოხარული ვარ, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში ვგრძნობთ საქართველოს მიმართაც ყურადღებას და ინტერესესს”,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო კავშირის მიერ ორგანიზებული გლობალური კონფერენცია კანადის დედაქალაქ ოტავაში გაიმართა და მას 54 ქვეყნის, 150-ზე მეტი პარლამენტის წევრი დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები