ბელორუსში, ჯაშუშობის ბრალდებით, უკრაინელი ჟურნალისტი დააკავეს
უკრაინელი ჟურნალისტი პაველ შაროიკი, ბელორუსში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის საზოგადოებრივი ტელერადიოკომპანის თავმჯდომარემ, ზურაბ ალასანიამ, “Facebook” გვერდზე განათავსა.
საზოგადოებრივი რადიოკომპანიის დირექტორის მოადგილემ კი განაცხადა, რომ დაკავებამდე ჟურნალისტი, სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს.
უკრაინის საელჩო ბელორუსში მომხდარ ფაქტს არ ადასტურებს, ასევე, ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრი და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ჟურნალისტის დაკავების ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ.