ყველაზე გავლენიანი სიცილიელი მაფიოზი გარდაიცვალა

0

ყველაზე გავლენიანი სიცილიელი მაფიოზი სალვატორ „ტოტო“ რინა, ციხეში 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მაფიოზის დაკვეთით 150 -ზე მეტი ადამინის მკვლელობა განხორციელდა. სიმსივნით დაავადებულ მაფიოზს 2 ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა, უშედეგოდ. მისი ნახვის უფლება ოჯახის წევრებს მას შემდეგ მისცეს, როდესაც ის კომაში ჩავარდა.
რინა 1930 წელს, ღარიბი ფერმერის ოჯახში, ქალაქ კორლეონეში დაიბადა. მისი ძმა და მამა, ბომბის აფეთქების შედეგად გარდაიცვალნენ. რინა სულ რაღაც 19 წლის იყო, როდესაც ადამიანი პირველად მოკლა. რამდენიმე ხანში, „ტოტო“ დაეხმარა ადგილობრივ განგსტერ ლუჩიანო ლეგიოს, კორლეონეს მაფიის ლიდერის ლიკვიდაციაში.
1974 წელს, ლეგიოს დაპატიმრების შემდეგ, რინა თვითონ გახდა მაფიის ლიდერი, მას ბრალი უკვე ბევრ მკვლელობაში ედებოდა. პოლიციამ მასზე ძებნა გამოაცხადა, თუმცა, 24 წლის განმავლობაში, მისი დაპატიმრება ვერ მოხერხდა.
„ტოტო“ რინა ყველაზე სასტიკი მაფიოზი იყო, მან 13 წლის ბავშვის მკვლელობა შეუკვეთა, რათა ბიჭის მამას, მაფიის საქმიანობის შესახებ, პოლიციისთვის არ ეცნობებინა.
გავლენიანი მაფიოზი რინო „მტაცებლის“ ზედმეტსახელით იყო ცნობილი.
„შენ, ჩემთვის “ტოტო” რინა არ ხარ, შენ ჩემი მამა ხარ, დაბადების დღეს გილოცავ. დღეს სევდიანი და მნიშვნელოვანი დღეა. მე შენ მიყვარხარ“-ასე გამომშვიდობა მაფიის ლიდერს, ერთ-ერთი შვილი.
მას მეუღლე და 4 შვილი დარჩა, უფროსი ვაჟი ჯოვანი, სასჯელს 4 ადამიანის მკვლელობისთვის იხდის.

კომენტარები

კომენტარი