დონალდ ტრამპმა პუტინთნ შეხვედრის სურვილი გამოთქვა

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპმა პუტინთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინთან თანამშრომლობა აუცილებელია. ისინი შეხვედრისას, მსოფლიო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებენ, ასევე, სირიისა და ჩრდილოეთ კორეის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.
„პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე, მუდმივად საუბარი სასარგებლო არ არის. ის მიიჩნევს, რომ რუსეთთან მუშაობა უამრავ საკითხზეა შესაძლებელი, მათ შორის, მსოფლიო პოლიტიკაზე, ჩრდილოეთ კორეაზე და სირიაზე. პრეზიდენტის მიზანია, რუსეთთან ურთიერთობის გზები გამონახოს და აშშ-ის სასარგებლოდ გამოიყენოს“. ეს ინფორმაცია,თეთრი სახლის სპიკერმა სარა სანდერსმა, 16 ნომებერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები