იმედის გზავნილი მსოფლიოს “მის ერაყმა და მის ისრაელმა ერთად „სელფი“ გადაიღეს”
მის სამყარო 2017 ლას ვეგასში გაიმართა, სადაც მონაწილეობას მის ერაყი და მის ისრაელიც იღებდნენ. მათ „სელფი“ ერთად გადაიღეს და „Instagram”-ზე ატვირთეს.
„სელფის“ გადაღებას სხვადასხვა ცნობილი პიროვნება გამოეხმაურა და რამდენიმე მათგანმა, გოგონების გადაწყვეტილება უარყოფითადაც შეაფასა.
„მის ისრაელმა მკითხა, მსურდა თუ არა მასთან ფოტოს გადაღება, მე კი ვუპასუხე, რომ მოხარული ვიქნებოდი თუ მსოფილიოს იმედის შეტყობინებას გავუგზავნიდით. ფოტოს მთავარი მიზანი, მსოფლიოში მშვიდობის დამყარების გამოხატულება იქნებოდა“ _ განაცხადა მის ერაყმა.
მისების „სელფს“, ისრაელის პრემიერ-მინისტრის სპიკერიც გამოეხმაურა და ასე შეაფასა _ „უდიდესი იმედის გზავნილი მსოფლიოსთვის“
„ერაყის სილამაზის დედოფალი პოზირებს, ოკუპაციისა და სისასტიკის სილამაზის დედოფალთან“ _ აღნიშნა ლიბანელ-ამერიკელმა პროფესორმა ასად აბუხალილმა.
მის ერაყმა, რომელიც აშშ-ში მუსიკალური განვითარებისთვის ჩავიდა, საკუთარ „Facebook“-ზე პოსტი დაწერა, სადაც აღნიშნა, რომ 45 წლის განმავლობაში ის იყო პირველი ერაყელი ქალი, რომელმაც თავის ქვეყნის სახელით, კონკურსში მონაწილეობა მიიღო.