მმართველი გუნდი, ლარის კურსთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, პარლამენტში დაიბარებს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრმა, ლევან კობერიძემ ლარის კურსზე კომენტირებისას განაცხადა, რომ ამ საკითხზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დაიბარებენ. როგორც მან ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”დღის თემაში” აღნიშნა, პირველ რიგში, ეროვნულმა ბანკმა უნდა გასცეს კითხვებს პასუხი. შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში მოუსმენენ.
”პირველივე დღიდან, როგორც კი ლარის გაუფასურება დაიწყო, მოვითხოვეთ ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისათვის ეროვნული ბანკიდან, რადგან სწორედ ეროვნული ბანკი არის ის დაწესებულება, რომელსაც აქვს სრული ინფორმაცია, თუ რა ხდება ლარის გარშემო. სწორედ ეროვნულმა ბანკმა უნდა გააკეთოს განცხადებები იმ შემთხვევაში, თუ ასეთი პრობლემები ექმნება ლარს. აქ ვსაუბრობ მყისიერ ცვალებადობაზე და არა გრძელვადიანად ლარის კურსზე.
პირველ რიგში, ეროვნულმა ბანკმა უნდა გასცეს ამ კითხვებს პასუხი. თუკი გამოიკვეთება სხვა დეტალები, აუცილებლად შემდეგ უნდა მოხდეს სხვა თემებზე პასუხის გაცემაც.
ჩვენ კოლეგებთან ვმსჯელობთ იმასთან დაკავშირებით, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დავიბაროთ ეკონომიკის კომიტეტში, სადაც მოხდება მის მიერ, სავარაუდოდ, უფრო დეტალური საუბარი და განხილვა იმ საკითხების, რაც ახლა დგას ყველაზე მწვავედ. ვგულისხმობ ლარის კურსთან დაკავშირებულ საკითხებს”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან კობერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები