ვერის ბაღში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვერის ბაღში შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.