ლევან ჯაფარიძე ხაბეიშვილს: იყო დრო, როცა მკვდარი სულები, არარსებული ადამიანები გირჩევდნენ!

თბილისის ახალი საკრებულო მუშაობას შეუდგა. საკრებულოს პირველ სხდომაზე, კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა, „ქართულ ოცნების” მიერ, 21 ოქტომბერს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნები დაგმო. ხაბეიშვილისთვის პასუხის გაცემის მისია ლევან ჯაფარიძემ იკისრა. ჯაფარიძის კომენტარს გაზეთი „ახალი თაობა” ავრცელებს.
„დიახ, ჩვენ მემანქანეებმა აგვირჩიეს, ჩვენ მეეზოვეებმა აგვირჩიეს, ჩვენ მესაფლავეებმა აგვირჩიეს, უბრალოდ, იყო დრო, როდესაც მკვდარი სულები გირჩევდნენ, არარსებული ადამიანები გირჩევდნენ. ამიტომ ამ თემებზე, ძალიან გთხოვთ, დღეს ნუ ვისაუბრებთ. მით უმეტეს, პირველი, საზეიმო სხდომაა”, – განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები