პარიზში, ვანდომის მოედანზე ევაკუაცია გამოცხადდა

პარიზში, იუსტიციის სამინისტროსთან, ვანდომის მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტების ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას უცხოურ მედიაზე დაყრდნობით imedinews.ge ავრცელებს.
სამართალდამცველებმა იქვე მდებარე Louis Vuitton-ის მაღაზიასთან ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს.

აქციის მონაწილეები იქ 11 წლის გოგოს მიმართ ჩადენილ დანაშულში ბრალდებულის გამართლებას აპროტესტებდნენ.

ევაკუირებულები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. დამატებითი დეტალები ჯერ არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები