აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დადასტურდა

აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია  „კვირას“ შსს-შიც დაუდასტურეს.

ამ დროისთვის  აეროპორტმა მუშაობა განაახლა.

ცოტა ხნის წინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. ევაკუაცია განხორციელდა როგორც ახალი, ისე ძველი აეროპორტის ტერიტორიიდან.

ევაკუაციის გამო სამი რეისი გადაიდო – თვითმფრინავები ვერ გაფრინდა თელ-ავივის, ასტანასა და თეირანის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები