„თალიბანის“ თავდასხმა ავღანეთში – დაღუპულია 27 პოლიციელი

ტერორისტული დაჯგუფება „თალიბანი“ ავღანეთში 15- მდე პოლიციის შენობას თავს დაესხა.
ავღანეთში, კანდაჰარის ტერიტორიაზე, პოლიციელების წინააღმდეგ ფართო მასშტაბიანი თავდასხმა ტერორისტულმა დაჯგუფება „თალიბანმა“ განახორციელა. ტერორისტებსა და პოლიციელებს შორის სროლა, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კანდაჰარსა და ჰელმანდში მომხდარი თავდასხმის დროს, 27 ავღანელი პოლიციელი დაიღუპა,15-მდე კი დაშავდა.
ავღანეთის პოლიციის ინფორმაციით, ტერორისტულმა დაჯგუფებამ თავდასხმისას, სერიოზული ზიანი განიცადა, მათ 45 მეამბოხე დაკარგეს, 35 კი მძიმედ დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები