ნაძალადევის რაიონში 2014-2017 წლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების 970 პროექტი დაფინანსდა

2014 წლის აგვისტოდან დღემდე, ნაძალადევის რაიონში, კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის 970 პროექტი განხორციელდა. ამის შესახებ „კვირას“ თბილისის მერიიდან აცნობეს. სარეაბილიტაციო სამუშაოები, ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შესრულდა. ამ ეტაპზე მიმდინარე 20-მდე პროექტი კი წლის ბოლომდე დასრულდება.

კორპუსებში საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებით, ძირითადად, შემდეგი სახის პროექტები ხორციელდება:

წყალ-კანალიზაციის შიდა ქსელის შეცვლა (გამგეობის დაფინანსება 85%)

ბრტყელი და ქანობიანი სახურავების რეაბილიტაცია (80%)

4-5 სართულიანი შენობის კაპიტალური გამაგრება (90%)

კაპიტალური გამაგრების პროექტის შედგენის მომსახურება (90%)

კორპუსებში სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია (80%)

ლიფტების რეაბილიტაცია (80%)

სადარბაზოების შიდა რემონტი (80%)

სადარბაზოებში მეტალის კარების მონტაჟი (80%)

სადარბაზოებში სენსორული განათების მოწყობა (90%)

საერთო სარგებლობის კიბეების რეაბილიტაცია (80%)

წყალსაწრეტი მილების შეცვლა (80%)

3 წლისა და 3 თვის განმავლობაში, კორპუსების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად შესრულებული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 9 908 706 ლარი გამოიყო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები