თბილისში, მამაკაცმა ყოფილ ცოლს დანა დაარტყა და მიიმალა
თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, მთვრალი მამაკაცი ყოფილ ცოლს და მის მშობლებს დანით თავს დაესხა.
რის შემდეგაც, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა ყოფილ ცოლს ხუთჯერ დაარტყა დანა, მათ შორის, ერთი – თავში.
მათი თქმით, სამივე დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი, მამის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
შემთხვევა გუშინ, კოლმეურნეობის მოედანზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოხდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება ოჯახური დანაშაულის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს (სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა და 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ა” ქვეპუნტი).
აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელი წარსულში ნასამართლევია და მას ყოფილ ცოლთან შეხვედრა აკრძალული ჰქონდა.