სოციალურ ქსელებში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აქტიურად დასცინიან (ვიდეო)

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, დღეს ინტერნეტში განათავსა ფოტოსურათები, რომლებიც თითქოს ადასტურებდნენ, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები, „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებს“ უკან დახევის დროს, ზურგს უმაგრებდნენ. უწყებამ ამ ფოტოებს უტყუარი მტკიცებულება უწოდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ამ ფოტოებს შორის, ზუსტად ემთხვევა სმარტფონების თამაშის „AC-130 Gunship Simulator: Special Ops Squadron“-ის „სქრინშოტს“, რომელიც „იუთუბზეც“ მარტივად იძებნება, რამდენიმე სხვა ფოტო კი, წარმოადგენს 2016 წელს, ფალუჯასთან აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ ჩატარებული ოპერაციის კადრებს.
მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ აღნიშნული პუბლიკაცია ჩაასწორა და ფოტოები წაშალა. წაშალა შესაბამისი პუბლიკაცია „ტვიტერზეც“. თუმცა, სოციალური ქსელების მომხმარებლები მასიურად დასცინიან ამ „უტყუარ მტკიცებულებას“ და ათავსებენ კადრებს სხვადასხვა თამაშიდან, რომლებიც, ასევე, „რაიმეს უტყუარ მტკიცებულებას“ წარმოადგენენ, მათ შორის, რუსული შეიარაღებული ძალების გადასხმას მარსზე „სუპერ მარიოს“ დახმარებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები