გია ხუხაშვილი: თუ გადავხედავთ ამ საკადრო სკამს, გახარია ყველაზე კარგი კანდიდატია

ექსპერტი გია ხუხაშვილი საქართველოს მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ეხმაურება.

„პრემიერის მიერ განხორციელებული სამთავრობო ცვლილებები მისასალმებელია. ამ საკადრო გადაადგილებით, სწრაფ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.

ფინანსთა ახალი მინისტრის კანდიდატურას მივესალმები, ის კერძო ბიზნესში საკამოდ გამოცდილი კადრია. მისი უდავო პლუსი ის გახლავთ, რომ ის არ წარმოადგენს არცერთი სახელისუფლო გუნდის წევრს.

რაც შეეხება ქუმსიშვილს, მას ეკონომიკის მიმართულებით საკმოდ კარგი გამოცდილება აქვს. წინასწარ არც ზედმეტად ოპტიმისტი და არც პესიმისტი არ ვიქნები. ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

გიორგი გვახარია მართალია, სისტემაში ჩახედული ადამიანი არ არის, თუმცა, პირიქით, ეს დადებით ფაქტად მიმაჩნია. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ზოგადად „ქართულ ოცნებას” მოკლე საკადრო სკამი აქვს. ამიტომ იდეალური არავინ არ არის.

თუ გადავხედავთ ამ საკადრო სკამს, გახარია ყველაზე კარგი კანდიდატია. ძალოვან სისტემაში ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა. სისტემის შიგნით მყოფი ადამიანის მხრიდან ამ პრობლემების დალაგება ძალიან რთულია. თუ გინდა, რომ ეს სისტემა გაწმინდო, მის ხელმძღვანელად ადამიანი გარედან უნდა მიიყვანო”,- მიიჩნევს გია ხუხაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები