ნიცაში უცნობმა მამაკაცმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა

ნიცაში, ცოტა ხნის წინ, უცნობმა მამაკაცმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა და მიიმალა. ამ დროისთვის სამართალდამცველებს ლეხ ვალენსას ბულვარის სიახლოვეს მდებარე კვარტალი პოლიციას მთლიანად გადაკეტილი აქვს.
დაშავებულების ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ სამართალდამცველები სპეცოპერაციას ქალაქის სხვა რაიონშიც ატარებენ. პოლიციელებმა გადაკეტეს კვარტალი სენ-როშე, სადაც თავდამსხმელი ერთ-ერთ სახლში შეიკეტა.
როგორც ირკვევა, ინციდენტის მიზეზი მეზობლებთან კამათი გახდა, რომლებსაც მამაკაცი იარაღით დაემუქრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები