კომპანია RMG-მ დაბა კაზრეთში გზის რეაბილიტაცია დაასრულა

0

დაბა კაზრეთში RMG Copper-ის მიმართულებით მიმავალი საავტომობილო გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს მიუახლოვდა. უახლოეს დღეებში დაბის მოსახლეობა, საწარმოს თანამშრომლები და სტუმრები ამ მიმართულებით უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას.
კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, დაბა კაზრეთში საწარმოსკენ მიმავალი გზის მონაკვეთის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 700 გრძივ მეტრ მანძილზე, დაიგო ბეტონის საფარი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების, კერძოდ, ტროტუარებისა და სანიაღვრეების მოწყობა.
RMG -ს მიერ ჩატარებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 500 000-მდე ლარი შეადგინა. 2017 წლის ოქტომრიდან ამ სამუშაოებს RMG-ს დაკვეთით ასრულებდა შპს GK TECHNOLOGY. აღსანიშნავია, რომ პროექტზე ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული.
გზის კეთილმოწყობის პარალელურად, „არემჯის“ ავტო სატრანსპორტო საამქრომ შეიძინა სპეციალიზირებული წყალმზიდი, რომელიც ყოველდღიურად დაბა კაზრეთის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ქუჩების გარეცხვას და მორწყვას უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი