ტერეზა მეი არჩევნებში ჩარევის ბრალდებით, ვლადიმერ პუტინს ადანაშაულებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, არჩევნებში ჩარევის ბრალდებით, ვლადიმერ პუტინს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პუტინის მთავრობა „თავისუფალ საზოგადოებას ძირს უთხრის“
ტერეზა მეისგან განსხვავებით, დონალდ ტრამპმა გასულ კვირას განაცხადა, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინის ჩარევის არ სჯეროდა.
მთავარ საგარეო პოლიტიკურ გამოსვლაში, რომელიც „Mansion House“-ში გაიმართა, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პუტინმა უნდა აირჩიოს „სხვა გზა“, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ხელისუფლებამ, ევროპის მასშტაბით, მთავრობებსა და პარლამენტებზე კიბერ შეტევები განახორციელა და მოახდინა ყირიმის ანექსია. რუსეთი შეიძლება დასავლეთის ღირსეული პარტნიორი გახდეს, თუ იმ წესებით ითამაშებს, რომელსაც ამტკიცებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები