ჰოლანდიის შინაგან საქმეთა მინისტრი რუსეთის სპეცსამსახურებს ამხელს

ნიდერლანდების სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრმა კაისა ოლონგრენმა განაცხადა, რომ ქვეყნის შიდა პროცესებზე გავლენის მოხდენის მიზნით, რუსეთი „ფეიქ“ სიახლეებს ავრცელებს.
მინისტრი რუსული სპეცსამსახურების მუშაობაზე საუბრობს.
„რუსეთი იყენებს ელექტრონულ რესურსებს გადაწყვეტილებების მიღებაზე და საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მისაღწევად.“- ნათქვამია მინისტრის მიმართვაში პარლამენტის ქვედა პალატის მიმართ.
მისი განცხადებით, საუბარია „პროპაგანდაზე“ და „დეზინფორმაციის გამიზნულ გავრცელებაზე“ რუსეთის და რამდენიმე სხვა არ დასახელებულ სახელმწიფოს მხრიდან.
მინისტრის აზრით, რუსეთის ფედერაცია ცდილობდა „გავლენა მოეხდინა“ საზოგადოებრივ განწყობაზე მალაიზიური „ბოინგის“ კატასტროფასთან დაკავშირებით და ასევე პასუხისმგებელია ჰაკერული შეტევებზე ჰოლანდიურ კომპანიებზე.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობა აპირებს მოლაპარაკებების გამართვას უდიდეს სოციალურ ქსელებთან იმის თაობაზე, თუ რა გზით შეიძლება მოხდეს „პოლიტიკურ გავლენასთან“ ბრძოლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები