ბილ გეითსი ალცჰეიმერის დაავადებასთან ბრძოლისთვის 50 მილიონს ხარჯავს

„მაიკროსოფტის“ დამფუძნებელმა და ფილანტროპმა ბილ გეიტსმა, ალცჰეიმერის მკურნალობის ახალი მეთოდების მოსაძებნად, 50 მილიონი დოლარი გამოყო.
ახალი კვლევები „Dementia Discovery Fund“ (DDF)- ის მიერ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან, ფარმაკოლოგიურ კომპანიებთან და ალცჰეიმერის კვლევის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ჩატარდება.
ფონდი 2015 წელს, ნეიროდაავადებების სფეროში პიონერული კვლევების ჩატარების მიზნით შეიქმნა. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ახალი ინვესტიცია მილიონობით ადამიანს დაეხმარება.
ბილ გეითსის თქმით, ის „ბრძოლას გადამწყვეტ მომენტში შეუერთდა“, რადგან ადამიანებს სჭირდებათ გარღვევა, რათა მათ უფრო დიდ ხანს ცხოვრების შესაძლებლობა მიეცეთ.
არსებული ინფორმაციით, მომავალში, მსოფლიოში 80 წელს გადაცილებული ადამიანების ნახევარს, ალცჰეიმერის დაავადების ერთ-ერთი განშტოება-დიმენცია განუვითარდებათ, თუმცა შემთხვევების მესამედი შესაძლოა თავიდან იქნეს აცილებული. ამ დაავადების მკურნალობის ღირებულება მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო მეტად ძვირი ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები