ესპანეთში ძარცვის ფაქტზე ქართველები დააკავეს

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, საცხოვრებელი სახლის ძარცვის ფაქტზე, ორი ქართველი დააკავეს.
დაკავებულებს თან აღმოაჩნდათ ბინების ძარცვისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა.
როგორც ესპანური გამოცემა „ელ მუნდო“ წერს, ერთ-ერთ მძარცველს ბინის მეპატრონემ დანაშაულის მომენტში შეუსწრო, რის შემდეგაც, ადგილზე პოლიცია მივიდა. შემთხვევისას ჩხუბი მოხდა, რა დროსაც ბინის მფლობელი დაშავდა, მას სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
სამართალდამცველებმა დააკავეს მძარცველის თანამზრახველიც, რომლიც პოლიციელების გამოჩენის დროს გაქცევას შეეცადა. სავარაუდოდ, ისიც წარმოშობით ქართველია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები