რა შეთანხმების ხელმოწერას აპირებენ პუტინი და ბიბილოვი დღევანდელ შეხვედრაზე

დღეს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის შეხვედრა შედგება. როგორც რუსული და დე ფაქტო სამხრეთ ოსური მედია იუწყება, ორმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება, რა დროსაც დაგეგმილია მთავრობათაშორისი შეთანხმებების ხელმოწერა.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას დაგეგმილია სხვადასხვა საკითხების განხილვა ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში. პირველ რიგში კი, იგეგმება სოციალურ-ეკონიმიკური კუთხით და, ასევე, რეგიონალური და საერთაშორისო პრობლემების კონტექსტში არსებული გამოწვევების განხილვა. გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს კავკასიაში უსაფრთხოების და სტაბილურობის გაძლიერების თემატიკას.
პუტინი და ბიბილოვი ხელს მოაწერენ ორმხრივ შეთანხმებებს შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების საკითხებზე.
ანატოლი ბიბილოვის ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში გუშინ დაიწყო და 15 ნოემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები