ალექსანდრე ჯეჯელავა თვლის, რომ მისი წასვლით უწყებას მინიმალური ზიანი მიადგება

ჩემი მთავარი შეცდომა ისაა, რომ ზოგიერთი რამის გაკეთება უფრო სწრაფად და თამამად შეიძლებოდა, ვიდრე გავაკეთე – მაგალითებს არ მოვიყვან, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.
ჯეჯელავამ მინისტრების ხშირად ცვლის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა და განმარტა, რომ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ხშირი ცვლა ძალიან საზიანოა, თუმცა, ამ შემთხვევაში ეს ასე არ ხდება.
„ჩემი ჩანაცვლება განაპირობა ერთობლივმა გადაწყვეტილებამ გუნდში. შევთანხმდით, რომ ასე აჯობებდა განათლების სისტემისთვის და რეფორმებისთვის.
ჩემი მოსაზრებაა ის, რომ სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ხშირი ცვლა ძალიან საზიანოა, თუმცა, ეს არ ხდება. წინა მინისტრისგან მე გადავიბარე სისტემა და დიდწილად, რეფორმების 80% შენარჩუნდა. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც ძალიან მაღალი ხარისხი გვექნება თავსებადობის, ახალი მინისტრის საქმიანობასთან. ვფიქრობ, ზიანი მინიმალური იქნება“, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები