საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს

თბილისის საკრებულოს მეექვსე მოწვევის წევრებმა დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს. კენჭისყრისას ტყემალაძის კანდიდატურას ორმოცმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

გიორგი ტყემალაძე სამგორის რაიონის მაჟორიტარად “ქართულმა ოცნებამ” წარადგინა, 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კი, მისი კანდიდატურა  მეექვსე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დაასახელა.

გიორგი ტყემალაძე 2007 წლიდან  დღემდე  თბილისის სამი მოწვევის საკრებულოს წევრია.

2007-2012 წლებში იგი თბილისის  საკრებულოს საზღვარგარეთის ქვეყნების თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის დროებით კომისიასა და  ურბანული დაგეგმარების და ძველი თბილისის რეაბილიტაციის კომისიას  თავმჯდომარეობდა.

2012 – 2014  წლებში   თბილისის   საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა.

მეხუთე მოწვევის საკრებულოში კი გიორგი ტყემალაძე თბილისის  საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს.

გიორგი ტყემალაძე 2010 წლიდან დღემდე საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი და ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური თვითმმართველობის კონგრესის  წევრია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები