„ქართული მარშის“ წევრებმა „ტორპედოს“ სტადიონთან ლგბტ თემის დროშა დაწვეს – ქუთაისში სპეცრაზმია მობილიზებული

ქართული მარშის“ წევრებმა ქუთაისში „ტორპედოს“ სტადიონთან ლგბტ თემის დროშა დაწვეს. „ქართული მარშის“ წევრები „ტორპედოს“ სტადიონზე შეიჭრნენ.
„მარშელები“ „ვიტესის“ კაპიტნისა და საქართველოს ფეხბურთის ნაკრების წევრ გურამ კაშიას მისამართით შეურაცხმყოფელ ტექსტებს სკანდირებენ.
სტადიონზე შეჭრამდე ისინი აფეთქებდნენ პიროტექნიკას. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეცრაზმი.
„ტორპედოს“ სტადიონზე, გურამ კაშიას მონაწილეობით, საქართველოსა და ბელორუსის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები