ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში უფასო ტრენინგი ფოკაში ჩატარდა

იუსტიციის სამინისტროს ტრენინგები ქალთა უფლებებისა და ოჯახში ძალადობის თემაზე გრძელდება. დღეს სწავლებას ფოკის საზოგადოებრივმა ცენტრმა უმასპინძლა. როგორც ცნობილია, ფოკა ეროვნული უმცირესობებით დასახლებული სოფელია. შესაბამისად, ტრენინგი ორ ენაზე ჩატარდა.

სლოგანით „იმოქმედე!” იუსტიციის სამინისტრო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალურკამპანიას აწარმოებს და უფასო ტრენინგებიც მის ფარგლებში ტარდება.სოციალური კამპანიის მიზანია მოქალაქეების ინფორმირება და ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურება. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კამპანიის პრეზენტაცია მიმდინარე წლის თებერვალში გამართა.

კამპანიის მიზანი  საქართველოს მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდებაა იმ სიახლეების შესახებ, რომელთაც ქალთა მიმართდა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონთა პაკეტიგანსაზღვრავს. ტრენინგების შედეგად მოქალაქეებს ექნებათ სრული ინფორმაცია, თუ რას ითვალისწინებს კანონმდებლობა მათი უფლებების დასაცავად და რა სერვისებს სთავაზობსძალადობის მსხვერპლთ; ეს კი მათ საშუალებას მისცემთ, უკეთ დაიცვან საკუთარი უფლებები და, საჭიროების შემთხვევაში, ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული დახმარებით.

სპეციალურად მომზადებული პროგრამით  ტრენინგის მონაწილეები იღებენ ზოგად ინფორმაციას, თუ რა არის ძალადობა, როგორ შეიძლება ის ვლინდებოდეს, რა ზეგავლენა  აქვს მასპიროვნებასა და საზოგადობაზე; გაეცნობიან ძალადობის აღსაკვეთად და მსხვერპლთა დასაცავად დღეს არსებულ მექანიზმებს. პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელს გაუღრმავდება ცოდნაიმის შესახებ, თუ როგორ დაეხმაროს მსხვერპლს და როგორ ამოიცნოს ძალადობის ესა თუ ის ფორმა.

უფასო ტრენინგებზე მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც გაივლის რეგისტრაციას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:http://tcj.gov.ge/ka/news/378/.

თითოეულ ჯგუფში მონაწილედ შეირჩევა პირველი 20 დარეგისტრირებული პირი. მთლიანობაში, ტრენინგები თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და საქართველოს ყველა რეგიონშიარსებულ იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები