დავით რაქვიაშვილი სამთავრობო ცვლილებებს აფასებს

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი სამთავრობო ცვლილებებს აფასებს და აცხადებს, რომ წლების განმავლობაში არსებობდა კითხვის ნიშნები უშიშროების საბჭოს პარალელურად, უსაფრთხოების საბჭოს შექმნის მოტივაციასთან და მის მანდატთან მიმართებაში, დღეს კი, ამ სტრუქტურული ცვლილებით, ნათლად გამოჩნდა, რომ ახალი უწყება ფოკუსირებული იქნება კრიზისების ოპერატიულ მართვაზე და არა უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგიულ განხილვაზე და კოორდინაციაზე.
,,ჩვენ მიგვაჩნია, რომ იმისთვის, რომ საქართველომ ადეკვატურად უპასუხოს არსებულ გამოწვევებს, რუსულ ოკუპაციას, ჰიბრიდულ ომს, აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს კოორდინაციის მექანიზმი უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. მიგვაჩნია, რომ იმ პრინციპების გათვალისწინებით, რომელიც პრეზიდენტმა შესთავაზა საქართველოს პარლამენტს და რომელიც უსაფრთხოების თემს აქვს ჩამოყალიბებული, აუცილებელია დაიწყოს კოორდინაცია და კონსულტაციები. რაც შეეხება სუს-ის და საგარეო დაზვერვის უწყებების გაერთიანებას, ვფიქრობთ, რომ აქ არსებობს კითხვები, რომლებზეც პასუხები აუცილებლად უნდა იყოს გაცემული “, – აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები