ლევან შონიამ სენაკის ახალი მერი წარადგინა

სენაკის მუნიციპალიტეტის ახალი მერი ლევან კუპრეიშვილი თანამშრომლებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ წარუდგინა.
“თქვენი ახალი მერი ევროპული განათლების მქონე და გამოცდილი კადრია. მიხარია, რომ ასეთი ენერგიული მერი ჰყავს სენაკს. წარმატეტებს ვუსურვებ ლევანს, ის მოდის კონკრეტული გეგმებით უკეთესი სენაკისთვის! ჩვენ ერთობლივად ძალიან ბევრი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ სენაკში”, – განაცხადა ახალი მერის წარდგენაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა.
თავის მხრივ, თანამშრომლებს მიესალმა და სამომავლო გეგმები გააცნო სენაკის ახალმა მერმა ლევან კუპრეიშვილმა. ლევან შონიამ და ლევან კუპრეიშვილმა სენაკის ყოფილ გამგებელს გოჩა დგებუაძეს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
ლევან კუპრეიშვილი ევროპული მენეჯმენტის სკოლა – ESM-Tbilisi-ს კურსდამთავრებულია, ის ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტია; 2007 წელს სწავლობდა ინგლისის ქალაქ ბორნმუსში, ბიზნესის სკოლაში – BBSI (Bornmuth Business School International); 2009 წლის იანვარში სწავლა გააგრძელა ინგლისის ქ. ბრაიტონში, Bellerbys College, რომელიც წარჩინებით დაამთავრა და წლის საუკეთესო სტუდენტთა შორის მოხვდა; 2009 წლის ოქტომბერში ჩაირიცხა ინგლისის მოწინავე უნივერსიტეტში The University Of Warwick, სადაც დაიცვა სამეცნიერო დისერტაცია თემაზე – „სტრატეგიული ლოგისტიკური ჰაბების შედარებითი ანალიზი“.
ლევან კუპრეიშვილი 2007-2008 წლებში მუშაობდა ლოგისტიკურ კომპანია Mika Gorgia-ში ლოგისტიკის მენეჯერად; 2010-2013 წლებში იყო ლოგისტიკური და სოფლის მეურნეობის პროდუქტების საექსპორტო კომპანია „ბასოს“ დირექტორი; 2014 წლიდან ბოლო დრომდე იყო „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილ კომპანია „ჯიარ ქონების მართვაში“ გენერალური დირექტორის მოადგილე; ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები