სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ახალ მერებს პირველი სამუშაო დღე მიულოცა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ,  ახალ მერებს პირველი სამუშაო დღე მიულოცა.

„თვითმმართველობის არჩევნების პირველმა და მეორე ტურმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ჩვენი ქვეყნის სწორი და დემოკრატიული განვითარება, ეს იყო სამაგალითო არჩევნები. პირველ რიგში მინდა, გუშინდელი გამარჯვება მივულოცო მარტვილის მუნიციპალიტეტის მერს ალექსანდრე გრიგალავას, რომელმაც ხალხისგან ძალიან დიდი ნდობა მიიღო.

დღეს ჩვენი რეგიონის, ახალი მერები საქმიანობას ოფიციალურად შეუდგებიან, მათ ხალხმა დიდი ნდობა გამოუცხადა, ახლა ამ ნდობას მაქსიმალური გამართლება სჭირდება. აუცილებელია ყველა იმ გეგმისა და დაპირების შესრულება, რაც წინასაარჩევნოდ გაიცა. წინ ძალიან ბევრი გამოწვევაა, უამრავი საჭიროების და პრობლემების მოგვარება მოგიწევთ, რისთვისაც მუხლჩაუხრელი მუშაობაა საჭირო. მჯერა თითოეული თქვენგანის და წარმატებებს გისურვებთ, ჩვენ ერთად უნდა ვაშენოთ უკეთესი მუნიციპალიტეტები”,- განაცხადა ლევან შონიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები