ინდოეთში ტურისტული ნავის გადაბრუნებას 11 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ ინდოეთის შტატ ანდხრა-პრადეშიში ტურისტული ნავის გადაბრუნებას 11 ადამიანი ემსხვერპლა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ინციდენტი მდინარე კრიშნაში, ქალაქ ვიჯაიავადადან 25 კილომეტრის დაშორებით მოხდა.
კატასტროფებზე რეაგირების ეროვნული სამსახურის მიერ Twitter-ში გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ნავზე დაახლოებით 35 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან 20-ის გამოყვანა სამძებრო ღონისძიებების შედეგად უკვე მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები