საფრანგეთში ავტომანქანა გამვლელებს დაეჯახა, შედეგად სამი სტუდენტი დაშავდა

საფრანგეთში, ტულუზასთან ახლოს ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. დაშავებულია სამი ადამიანი. ამის შესახებ „BFMTV“ იუწყება.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ინციდენტი სენტ-ეკზიუპერის ლიცეუმთან მოხდა. შემთხვევის შედეგად სამი ჩინელი სტუდენტი დაშავდა, რომელთაგან ორი მძიმე მდგომარეობაშია.

ავტომანქანის მძღოლი დააკავეს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მომხდარი საფრთხეს არ უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას. თუმცა, ავტომანქანის მძღოლის განცხადებით, ის სტუდენტებს განზრახ დაეჯახა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები