„ვეტერანთა ადმინისტრაციამ ოპიოიდურ „ტკივილგამაყუჩებელზე“ უარი უნდა თქვას

ოპიოიდური ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო, იმაზე მეტი ამერიკელი იღუპება, ვიდრე ავღანეთის, ვიეტნამისა და ერაყის ომში.
ვეტერანები, რომლებიც ნარკოტიკულ „ტკივილგამაყუჩებლებს“ სისტემატიურად მოიხმარენ, ხშირად მისი მსხვერპლნი ხდებიან. გასულ კვირას, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ოპიოიდური „ტკივილგამაყუჩებლების“ მიღება, მომხმარებლებს სერიოზულ ზიანს აყენებს, ამიტომ საჭიროა ალტერნატიული წამალი შეიქმნას.
„ვეტერანთა ადმინისტრაციამ უარი უნდა თქვას ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, როგორიცა ოპიოიდური „ტკივილგამაყუჩებელი“, რადგან ვეტერანები, მისი მოხმარებით, საკუთარ სიცოცხლეს ანადგურებენ“ განაცხადა სენატორმა ჯონ მაკკეინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები