შუმახერის ოჯახს „სამედიცინო სასწაულის“ იმედი გაუჩნდა

გერმანული მედიის ინფორმაციით, მსოფლიოს უდიდესი სპორტსმენის მიხაილ შუმახერის ოჯახს „სამედიცინო სასწაულის“ იმედი გაუჩნდა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა „ბრუნტე“ იუწყება. ოჯახის ინკოგნიტო ახლობელზე დაყრდნობით, ცნობილი ხდება, რომ შუმახერის ოჯახის წევრებს იმედი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც „მან შორეული სამყაროდან სიგნალის გამოგზავნა“ შეძლო.
7 -გზის მსოფლიო ჩემპიონის ოჯახის ინკოგნიტო ახლობელი აცხადებს, რომ კომატოზური მდგომარეობის გათვალისწინებით, ის უკეთ გრძნობს თავს.

ასევე, მისი ინფორმაციით, „ფერარის“ სახელგანთქმული მრბოლელის, შუმახერის მეუღლე კორინა და შვილები იმედოვნებენ, რომ ერთ მშვენიერი დღეს, სასწაული ნამდვილად მოხდება.
48 წლის შუმახერი ამ დროისთვის ჟენევას ტბასთან, მისი სახლის სიახლოვეს მდებარე სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. ცნობილია, რომ კომატოზურ მდგომარეობაში მყოფ შუმახერს მოძრაობა და საუბარი არ შეუძლია. მას 24 საათის განმავლობაში 15 ფიზიოთერაპევტი და მომვლელი უვლის, რაც კვირაში 115 ათასი ფუნტი ჯდება. შუმახერმა თავის მძიმე ტრავმა 2013 წელს, ალპებში თხილამურებით სრიალისას მიიღო. მას ორი შვილი ჰყავს-18 წლის მაიკი და 20 წლის ჯინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები