ლათინურ ამერიკასა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმი გაუქმდება

ლათინური ამერიკა და აღმოსავლეთ კარიბის ორგანიზაციაში გაწევრიანებული ქვეყნები, რუსეთთან სავიზო რეჟიმს აუქმებენ. აღმოსავლეთ კარიბის ქვეყნები დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნას აპირებენ.
„ძალიან მნიშვნელოვანია უვიზო მიმოსვლის ზონის ჩამოყალიბება, ჩვენ გლობალურ წარმატებად ვთვლით, რუსეთსა და ლათინურ ამერიკას შორის უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილებას. კარიბის ქვეყნებში კავშირების გაღრმავება, ჩვენი საგარეო პოლიტიკის პერსპექტიული მიმართულებაა“, – განაცხადა შეტინინმა.
კარიბის სამმა ქვეყანამ (გრენადა, კიტსი,ნევისი) რუსეთთან უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულება უკვე გააფორმა, 2018 წელს რუსეთი ხელშეკრულებას გააფორმებს, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოქალაქეები ლათინური ამერიკის ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები