იან კელი: აშშ შეშფოთებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციით

აშშ შეშფოთებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციით, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ ევროსაბჭოს ანგარიშის “კონფლიქტი საქართველოში” შეფასებისას განაცხადა.
“მივესალმებით ევროსაბჭოს ამ ანგარიშს. ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან შეშფოთებულია იმ სიტუაციით, რაც ხდება ზოგადად ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორიც არის მაგალითად გამშვები პუნქტების დახურვა, ასევე იმ პირების უკანონო დაკავება, ვინც ადმინისტრაციულ საზღვარს გადაკვეთს და ა.შ. ზოგადად, ნებისმიერი საკითხი, რაც კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნულ პრობლემას და გაზრდის ცნობიერებას, რა თქმა უნდა მისასალმებელია”,- განაცხადა იან კელიმ.
ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-16 კონსოლიდირებული ანგარიში – „კონფლიქტი საქართველოში“ მოიცავს პერიოდს 2017 წლის აპრილიდან 2017 წლის სექტემბრის ჩათვლით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები