“მითხრა, ან თავი უნდა მოვიკლა, ან ეგენი უნდა მოვკლაო – დაკითხვიდან გამოსულმა ბიჭმა თავი მოიკლა

„პირადად მითხრა, ან თავი უნდა მოვიკლა, ან ეგენი უნდა მოვკლაო”, – ამბობს გარდაცვლილი ამირან კვირიკაშვილის და, რომელიც ძმის თვითმკვლელობაში ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლებს ადანაშაულებს.

ხარაგაულში 28 წლის ამირან კვირიკაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით რამდენიმე დღის წინ დაასრულა.
ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა მამაკაცი თვითმკვლელობამდე პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.
ოჯახის წევრების თქმით, გარდაცვლილს ემუქრებოდნენ და თანამშრომლობას აიძულებდნენ.
გარდაცვლილის და ამბობს, რომ სამართალდამცველებმა დაკითხეს ოჯახის სხვა წევრებიც, მათ შორის პირი, რომელიც ფსიქიკურად გაუწონასწორებელია.
„ჩემმა ძმამ პირადად მითხრა, ან თავი უნდა მოვიკლა, ან ეგენი უნდა მოვკლაო. ისეთი იყო, რომ მათ ვერაფერს დაუშავებდა ისევ დაუშავა მის თავს. ერთადერთი ჩემი მოთხოვნაა, რომ ჩემს ჭიშკართან არანაირი პოლიცია არ დავინახო. მეორე, ჩემს ძმას, რომელმაც წერა-კითხვა არ იცის აწერინებენ რაღაც საბუთზე ხელს მშობლის გარეშე, ამოიღონ ის საბუთი და მაჩვენონ ხელი რაზე მოაწერინეს. დამთავრდეს ჩემი ძმების შეწუხება, რომლებიც ჯართს აგროვებენ და ისე ჭამენ პურს,“ -აცხადებს გარდაცვლილის და.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები