კახა კალაძე: ახალაშენებული შენობა-ნაგებობები აუცილებლად უნდა იყოს მოპირკეთებული და არა მხოლოდ შეღებილი

„გარკვეული ცვლილებები შედის შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებში, 41-ე დადგენილებაში, გამკაცრდება გარკვეული მიმართულებები, რადგან ადამიანების უსაფრთხოება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამის შესახებ თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა კახა კალაძემ დეველოპერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე განმარტებით, მიშენებების, დიდი ნაწილი უკვე დაკანონებულია და ჩვენ საკუთრებას ნამდვილად ვერ შევეხებით, ამას არ ვიკადრებთ.
„გარკვეული ცვლილებები შედის შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებში, 41-ე დადგენილებაში, გამკაცრდება გარკვეული მიმართულებები, რადგან ადამიანების უსაფრთხოება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება თვითონ ფასადების ნაწილს, დღევანდელ შეხვედრაზე წარმოდგენილი კომპანიები თანხმდებიან და მხარს უჭერენ ჩვენს მოსაზრებებს, რომ ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა გავამკაცროთ ზომები. ახლად აშენებული შენობა-ნაგებობები აუცილებლად უნდა იყოს მოპირკეთებული და არა მხოლოდ შეღებილი. ამასთან დაკავშირებით ვიმუშავებთ და მოვახდენთ კონკრეტულ სტანდარტიზაციას, თუ როგორ ვხედავთ ამ პრობლემის მოგვარებას. დარწმუნებული ვარ, რაც ყველას გვაწუხებებს იერსახის ნაწილში,მომდევნო წლეების განმავლობაში იქნება შეცვლილი და ქალაქი დაემსგავსება ქალაქს“, – აღნიშნა კალაძემ.
მისივე თქმით, ქალაქისთვის ასევე დიდი პრობლემაა დაუსრულებელი მშენებლობები. როგორც კალაძემ აღნიშნა, მერია კონკრეტულ ხედვას ჩამოაყალიბებს, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები