კუნგ-ფუს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა

ჩინეთის ქალაქ ემეიშანში დაწყებული კუნგ-ფუს (ტრადიციული უშუ) მე-7 მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა: ოქრო, 2 ვერცხლი და ბრინჯაო.

ფედერაციის პრეზიდენტის გიორგი ვერულიძის ცნობით, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მარი თურმანიძემ მოიპოვა (ჩა ცუიანი), დავით გულისაშვილმა (ფანცზი ცუიანი) და ნინო ჩიხლაძემ (ტაიცზი ცუიანი) ვერცხლის მედლები მოიგეს, ლაშა სუმბულაშვილმა კი ვეტერანთა შორის ტაიცზი ცუიანში მესამე ადგილი დაიკავა.

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ემეიშანში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი, რაულ მამედოვი იასპარეზებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები