სოფო კილაძე საქართველოში შვეიცარიის ელჩს ლუკას ბეგლინგერს შეხვდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისთავმჯდომარე სოფო კილაძე საქართველოში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ლუკას ბეგლინგერს შეხვდა.

ეს იყო პირველი შეხვედრა, რომელიც ძირითადად გაცნობით ხასიათს ატარებდა. შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ დონეზე ურთიერთობების გაღრმავებასა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოსთვის შვეიცარიის მხარდაჭერაზე.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის თქმით, „ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შვეიცარია პოლიტიკურად, ეკონომიკურად და მორალურადაც ჩვენ გვერდით იდგა საქართველოსთვის უმძიმეს პერიოდში და დღესაც ის ჩვენს მხარდაჭერას აგრძელებს, რაც, რა თქმა უნდა, დასაფასებელია.

ჩვენ მოხარულები ვართ ამ ურთიერთობით და ვცდილობთ, რომ გავაღრმაოთ თანამშრომლობა, განსაკუთრებით, ჩვენი ინტერესის სფეროს წარმადგენს ის სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მუშაობენ”, – განაცხადა სოფო კილაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები