სოფიო ქაცარავას საჯარო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში ამერიკელ ექსპერტს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა საჯარო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომინიკაციების საკითხებში ამერიკელ ექსპერტს – ვივიენ ვოკერს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიც არის სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობა ეროვნული უსაფრთხოების ხელშეწყობის პროცესში და დეზინფორმაციის საფრთხეები, რომლის წინაშე დგას დღევანდელი საზოგადოება.

სოფიო ქაცარავამ, შეხვედრაზე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტუკური ინტეგრაციის პროცესში სტრატეგიული კომუნიკაციების როლზე და საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ წარმატებულ რეფორმებზე ისაუბრა.

თავის მხრივ, ვივიენ ვოკერმა დადებითად შეაფასა სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით საქართველოში გატარებული რეფორმები და თავმჯდომარეს თავისი კვლევა წარუდგინა, სადაც საქართველოს კონტექსტში დეზინფორმაციის საკითხებია განხილული.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გავმართე ვივიენ ვოკერთან, სადაც სტრატეგიულ კომუნიკაციებთან და დეზინფორმაციასთან დაკავშირებული საკითხები განვიხილეთ. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილების გაზიარება”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები