გიორგი ვოლსკიმ და თამარ ხულორდავამ თურქეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუსთანგამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართეს.

გიორგი ვოლსკიმ ელჩს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრას საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე და პრემიერ მინისტრის მრჩეველი საგარეო საკითხებში, თედო ჯაფარიძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები