მარინ ლე პენს საპარლამენტო იმუნიტეტი მოუხსნეს

საფრანგეთის პარლამენტმა „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერს მარინ ლე პენს საპარლამენტო იმუნიტეტი მოუხსნა. მიზეზი კი მის მიერ თავის ტვიტერში „აი-სი-სი“-ს სისასტიკეები. გადაწყვეტილება პარლამენტის ქვედა პალატის უმაღლესმა კოლეგიალურმა ინსტანციამ მიიღო, რომელიც 22 დეპუტატისგან შედგება.

ლე პენი ფოტოსურათების გამო გამოძიების ფიგურანტი 2015 წლიდან გახდა. იმ წელს მან ტვიტერის თავის გვერდზე განათავსა სამი ფოტო. ერთზე გამოსახული იყო თავმოჭრილი ამერიკელი ჯეიმს ფოული. მისმა მშობლებმა ფოტოს წაშლა მოითხოვეს და საბოლოოდ ლე პენს ამის გაკეთება მოუწია. მეორე ფოტოში ჩანდა მამაკაცი, რომელიც ტანკის მუხლუხოების ქვეშ იწვა, მესამეზე კი მამაკაცი, რომელიც გალიაში ცოცხლად იწვოდა. ეს ფოტოები ლე პენმა იმ კრიტიკული განცხადებების საპასუხოდ განათავსა, რომლის თანახმადაც „ნაციონალური ფრონტი“ „აი-სი-სი“-ს შეადარეს. როგორც ცნობილია, 2017 წლის მარტში ევროპარლამენტმა მოუხსნა მას იმუნიტეტი. მარინ ლე პენი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში 2012 და 2017 წლებში იღებდა მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები