ევროკავშირის მაღალჩინოსნის შვილის გაუპატიურებასა და მკვლელობაში დამნაშავე “მოზარდი” სრულწლოვანი მამაკაცი აღმოჩნდა

გერმანიაში გრძელდება სასამართლო პროცესი ავღანელ ჰუსეინ ჰავარიზე, რომელმაც ერთი წლის წინ, ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი 19 წლის გოგონა დაახრჩო.

დანაშაული, რომელმაც მთელი გერმანია შეძრა, 2016 წლის ოქტომბერში მოხდა.
სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტის მარია ლადენბურგის ცხედარი ქალაქ ფრაიბურგში, წყალსაცავში იპოვეს. მისი მამა კი ევროკავშირის იურიდიული სამმართველოს დირექტორის მოადგილე აღმოჩნდა.

ქუჩის კამერების წყალობით, დამნაშავის ვინაობა მალევე დადგინდა და ის დააკავეს. აღმოჩნდა, რომ ის ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი იყო და გერმანიის შესაბამის სამსახურს განუცხადა, რომ არასრუწლოვანია. ამავე ლეგენდას ის სასამართლო პროცესის დროს იშველიებდა, თუმცა მოწვეულმა ექსპერტმა განაცხადა, რომ მოძალადე იტყუებოდა. მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იყო მარიას მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე დამნაშავის მიერ ამოღებული თავისი კბილი, რომელსაც ის სუვენირის სახით ინახავდა. სტომატოლოგის აზრით, ეჭვმიტანილის კბილების მდგომარეობა შეესაბამება 22-დან 29 წლამდე ასაკის ადამიანს. თავად ექსპერტი დარწმუნებული იყო, რომ ჰავარი 25 წლისაა.

ამგვარად, მოძალადეს განაჩენის შემსუბუქების შანსი უკვე არა აქვს. თავად დამნაშავე კი სასამართლო პროცესის დროს ირწმუნებოდა, რომ დანაშაული „შემთხვევით“ ჩაიდინა, რადგან ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა. თუმცა ბრალმდებლები ამ მტკიცებას არ ეთანხმებიან და დარწმუნებულნი არიან, რომ მამაკაცმა დანაშაული წინასწარ დაგეგმა. ასევე, გაირკვა, რომ გერმანიაში მოხვედრამდე ავღანელს მძიმე დანაშაული საბერძნეთშიც ჰქონდა ჩადენილი. თუმცა მან ჯერჯერობით დაუდგენელი ხერხებით მოახერხა გერმანიის ტერიტორიაზე შეღწევა და როგორც არასრულწლოვანმა ლტოლვილის სტატუსის მისაღებად განცხადების შეტანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები