თენგიზ ფხალაძე: პოლონეთთან ერთად ვმუშაობთ თბილისის კონფერენციაზე, რაც მოიცავს თანამშრომლობას ყველა სფეროში

„პოლონეთთან ერთად ვმუშაობთ თბილისის კონფერენციაზე, რაც მოიცავს თანამშრომლობას ყველა სფეროში. ნოემბრის სამიტზე გვსურს მივიღოთ მაქსიმალური მხარდაჭერა“, – ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე გიორგი მარგველაშვილის შეხვედრას პოლონეთის პრეზიდენტთან.

ფხალაძის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა პოლონეთის პრეზიდენტთან არის იმ სტრატეგიული დიალოგის გაგრძელება, რომელიც თბილისში დაიწყო.

მისივე თქმით, პრეზიდენტებმა შეხვედრისას ერთობლივი, სამომავლო ნაბიჯები განიხილეს.

„მაისში ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ურთიერთობების ყველა მიმართულებით გაღრმავებაზე შევთანხმდით. უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ვისაუბრეთ იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ერთობლივად უნდა გადავდგათ. პოლონეთთან ერთად ვმუშაობთ თბილისის კონფერენციაზე, რაც მოიცავს თანამშრომლობას ყველა სფეროში. ნოემბრის სამიტზე გვსურს მივიღოთ მაქსიმალური მხარდაჭერა. ერთია პოლიტიკური ტექსტი, რომელსაც ლიდერები მიიღებენ და ასევე, ის პრაქტიკული ხელშესახები შედეგები, რომელმაც საგრძნობი უნდა გახადოს ევროინტეგრაცია“,- აღნიშნა ფხალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთში ოფიციალური ვიზიტი დღეს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები