“ყველა უბანი რომ გადათვლილიყო, 2.5% კი არ გვექნებოდა, არამედ, 14-15 %-ს მაინც ავიღებდით”

“ოპოზიციის ლიდერთა საბჭოს” წარმომადგენელი, „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი გიორგი ახვლედიანი მიიჩნევს, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაყალბდა.

ამის შესახებ ახვლედიანმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„კითხვის ნიშნები უკვე აღარ არსებობს, რომ ეს არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. მე არ მახსენდება მეორე ისეთი არჩევნები, სადაც გაყალბებასთან დაკავშირებით ამდენი დამადასტურებელი ფაქტი არსებობდეს. რა თქმა უნდა გაყალბებები არახალია ჩვენს ქვეყანაში. ყველა ხელისუფლება აყალბებდა და ბევრნაირი ტექნოლოგიაც გვაქვს ნანახი, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ამ მხრივ რეკორდები მოხსნა, მათ ისე თავხედურად დაიწყეს გაყალბები, არც კი მალავდნენ, რომ აყალბებდნენ არჩევნებს, და ამის მაგალითი ის იყო, რომ ადამიანები პირდაპირ იდგენენ საარჩევნო კომისიის თანამშრომლების ზურგს უკან და ახდენდნენ ზემოქმედებას იქ მისულ ამომრჩევლებზე, იწერდნენ პირად მონაცემებს, შემდეგ გადასცემდნენ კოორდინატორებს და ისინი კიდევ არკვევდნენ მივიდა თუ არა ადმინისტრაციულ რესურსში დასაქმებული რომელიმე მათ სიაში მყოფი ადამიანი თუ ჯერ არ მისულა, იყო ზეწოლა – თუ არ მოხვალ არჩევნებზე სამსახურიდან დაგითხოვ და ა.შ და ა.შ.

ვნახეთ უამრავი ვიდეო თუ როგორ იპარავენ ბიულეტენებს, ვნახეთ უამრავი ადამიანი, რომ ერთსა და იმავე უბანზე ერთი და იგივე ადამიანი ხმას რამდენიმეჯერმე აძლევდა, ვნახეთ რომ ყოველგვარი პირადობის მოწმობების გარეშე აძლევენ ადამიანები ხმებს, ვნახეთ როგორ ზის ადამიანი და 15-15 ლარს არიგებს თითოეული ხმის სანაცლოდ. რომ ვთქვა ამას სხვა ხელისუფლება არ აკეთებდა, ტყუილი იქნება, მაგრამ ისინი ცდილობდნენ რომ მაქსიმალურად არ გამოჩენილიყო ეს დარღვები, „ქართულმა ოცნებამ“ კი ეს ყველაფერი ფეხებზე დაიკიდა და პირდაპირ გამოაცხადა: „აი დარდი, ვაყალბებ, ასე მსურს, ჩემი ხელისუფლებაში დარჩენისათვის ასე საჭირო და სულ არ მადარდებს არავის აზრი“,- აცხადებს გიორგი ახვლედიანი.

მისივე თქმით, მათი პარტიის საჩივარი არც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და არც საარჩევნო კომისიებმა არ განიხილეს.

„საუბნო საარჩევნო კომისიებმა არც ერთი ჩვენი საჩივარი არ განიხილეს, არც ცესკომ და შემდეგ სასამართლოებმა თქვეს, რომ სწორია რომ არ განიხილა ეს ყველაფერი ცესკომ და საუბნო კომისიებმა, ანუ გაუპრავეს ის რომ არ განიხილეს არც ერთი სარჩელი.

ცესკო კითხულობს საარჩევნო კოდექსს მხოლოდ ისე, როგორც მას სჭირდება და იქ რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ჩანაწერია იმას იგნორირებას უკეთებს. ის ამბობს, რომ ყველა საჩივარი უბანზე უნდა დაწერილიყოო, ამიტომაც, საარჩევნო კოდექსში არსებობს ჩანაწერი, 73-ე მუხლი, სადაც საუბარია, რომ არჩევნებიდან ორი დღის განმავლობაში საარჩევნო სუბიექტს შეუძლია შეიტანოს საჩივარი და გაასაჩივროს კონკრეტული დარღევის ფაქტი, მაგრამ ცესკომ თქვა რომ არა, ამას არ განიხილავთ, რადგან ეს პირველივე დღეს, საარჩევნო უბანზევე უნდა უნდა ყოფილიყო სარჩელი დაწერილი“, – აცხადებს ახვლედიანი.
ახვლედიანმა იმ დარღვევებზეც ისაუბრა, რაც არჩევნების დღეს კონკრეტულად მის პარტიასთან მიმართებაში დაფიქსირდა.

„დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს ბლოკის“ მისამართით ისნის 25-ე და კასპში, სამთავისის საარჩევნო უბანზე დარვევები დაფიქსირდა. ისანში საარჩევნო ოლქში ჩაიწერა 6 ხმა, როდესაც ჩვენმა წარმომადგენელმა იმავე დღეს „ამბავი ატეხა“ და უბნიდან გაყალბებული ხმები საოლქო კომისიაში არ გაატანა, აღმოჩნდა რომ ჩვენ გვქონდა არა 6, არამედ 56 ხმა, შესაბამიასდ, შესწორების ოქმში ჩაიწერა რომ გვაქვს 56 ხმა. რაც შეეხება კასპს, ჩაგვიწერეს 0 ხმა და სინამდვილეში, დიდი ბრძოლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ნულის მაგივრად 42 ხმა გვქონდა. ამის მერე არც ჩვენ და არც ერთ სხვა ოპოზიციურ პარტიას არც ერთი უბანი აღარ გაგვიხსნეს. ყველა უბანი რომ გადათვლილიყო რასაც ვითხოვდით ჩვენ 2.5% კი არ გვექნებოდა, არამედ 14-15 % მაინც ავიღებდით. ორ უბანზე 98 ხმა ნიშნავს, რომ ჩვენ, საქართველოს მასშტაბით ხმების 12-14 % მოგვპარეს“,- განაცხადა „კვირას“ პრესკლუბშ საუბრისას ახვლედიანმა.
გიორგი ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისამ და სასამართლომ საარჩევნო კოდექსის რამდნეიმე მუხლი უგულებელყვეს.
„არც სასამართლოს და არც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ერთი სიტყვა არ დასცდენიათ იმაზე, რომ ეს არჩევნები არ გაყალბებულა, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და მერე მოსამართლეებმა ეს ყველაფერი მიასუფთავეს და „გააპრავეს“. ქართული სასამართლო გადაიცვალა და ამის ნათელი მაგალითი საარჩევნო შედეგების შეფასებაში და მათ გადაწყვეტილებებში გამოიხატა. თუმცა, ჩვენ ყველა შემთხვევაში ყველა ინსტანცია უნდა გაგვევლო, იმისათვის რომ ჩვენს სარჩელს გზა გახსნოდა სტრასბურგისკენ, სხვა ალტერნატივა ამ ქვეყანაში აღარ არსებობს. ამჟამად უკვე მზადდება სარჩელი სტრასბურგისთვის და რამდენიმე კვირაში უკვე საბოლოო ფორმას მიიღებს. ჩვენ ჩავიტანთ სტრასბურგში სარჩელს და დარწმუნებულები ვართ, რომ მიიღებენ აღნიშნულ სარჩელს, დიდი იმედია, რომ შეაჩერებენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ არც ერთი ბიულეტენი, რომელიც ახლა ცესკოში ინახება, არ გაუქმდეს და არ განადგურდეს, უნდა შეინახონ იქამდე, მანამ სანამ გადაწყვტილება არ იქნება მიღებული, დიდი იმედი მაქვს რომ ეს შუამდგომლობა სტრასბურგის სასამართრლოს მიერ იქნება დაკამყოფილებული.
როდესაც სასამართლო ამ ყველაფერს დაადასტურებს, როგორც გაყალბებას იმიტომ რომ მათ არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ აქვთ, მერე ალბათ მთელი ქართული საზოგადოება დაინახავს რომ „ქართული ოცნება“ არის მოსაშორებელი, როცა ხელისუფლება არჩევნებს უკვე მერამდენედ გართმევს, ის ხელისუფლება კომბლით უნდა გაიყაროს. და როცა ეს მომენტი დადგება, მერწმუნეთ, საზოგადოებას ამ კომბლის ხელში აღებას ვერავინ ვერ დაასწრებს“,- განაცხადა ახვედიანმა.

„ოპოზიციის ლიდერთა საბჭოს“ წარმომადგენელი თვლის, რომ ხალხს იმედგაცრუება ბრაზში გადაეზრდება და როდესაც მიხვდება, რომ მოქმედ ხელისუფლებას არჩევნების გზით ვერ შეცვლის, 2018 წლიდან დაიწყება აქციები.

„მეც პირადად საპროტესტო აქციებსა და რევოლუციურ განვითარების სცენარებს ყველაფერი მირჩევნია, იმიტომ რომ ეს არ არის ქვეყნის განვითარების საუკეთესო გზა. მაგრამ როდესაც ხელისუფლება ავტოკრატიულ მმართველობას ამყარებს, არჩევნებს იპარავს, როდესაც აქვს დაბალი რეიტინგი, არ აქვს საზოგადოების მხარდაჭერა და მაინც უმრავლესობით მოდის ხელისუფლებაში, ეს უკვე შეუძლებელს ხდის პოლიტიკური პროცესების ისეთ განვითარებას, სადაც რევოლუცია არ არის საჭირო. ამიტომ სწორედ ხელისუფლება იქნება პასუხისმგებელი იმ გამწარებული ხალხის მიერ კომბლების აღებაზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში მოხდება, 2018 წლიდან ეს იქნება გარდაუვალი პროცესი“, – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები