ისრაელის ელჩი აფხაზეთის ე.წ. მინისტრის ვიზიტზე: კერძო პირის ისრაელში ჩასვლას ისრაელის მთავრობასთან არავითარი კავშირი არ აქვს

საქართველოში ისრაელის ელჩის, შაბთაი ცურის განცხადებით, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ისრაელში ჩასვლას არავითარი კავშირი არ აქვს ისრაელის მთავრობასთან.

„ისრაელის სახელმწიფო მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. კერძო პირის ჩასვლას ისრაელში არავითარი კავშირი არ აქვს ისრაელის მთავრობასთან“, – აცხადებს ელჩი.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ისრაელში საქმიანი ვიზიტისა და ქალაქ სდეროთის მერთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მედიით გუშინ გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები