მამაკაცი, რომელიც კიევის ქუჩებში, ხელყუმბარით გადაადგილდებოდა, დააკავეს

უკრაინაში, კიევის ქუჩებში, 53 წლის მამაკაცი ხელყუმბარით შეიარაღებული დადიოდა და მოქალაქეების უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა.
იგი პოლიციამ მალევე დააკავა.
მამაკაცს საბრძოლო ნივთიერების უკანონოდ ტარება ედება ბრალად, პოლიცია მას ქურდობაში და სხვადასხვა წვრილმან ხულიგნოიბაშიც ადანაშაულებს. პოლიციის მიერ ამოღებული ნივთმტკიცება ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები